LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაგ ფულს მე არ გამოგართმევთ…ხანდაზმულებს მოახმარეთო. ტირილი წამსკდა, ისე გავუთიშე, მადლობა ვერ ვუთხარი” – სიკეთის მორიგი ამბავი

2566
BeFunky-collage (11)

სამოქალაქო აქტივისტი, „წნორის საინიციატივო ჯგუფის“ დამფუძნებელი,  ნანა ბაგალიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა.

“წნორელ მეწარმეს, ავთო ტუხაშვილს დავურეკე 500 კილოგრამი ფქვილის ყიდვა გვინდა ხანდაზმულებისთვის და ხომ გაქვთ მეთქი.

– გაითვალისწინეთ, მაგ ფულს მე არ გამოგართმევთ და სხვა ხანდაზმულებს მოახმარეთო.

ტირილი წამსკდა, ყელში ხმა აღარ ამომივიდა და გავუთიშე. მადლობა ვერ გადავუხადე. P.S. დიდი კომპანიების რეკლამებს ვხედავთ, ვის როგორ ეხმარებიან და ამ კაცმა 3 დღის წინ 80 ოჯახს საზღვრისპირა სოფელში მიუტანა საკვები. ვინმემ გაიგეთ? <3
ვერა, ჰოდა იცნობდეთ. სასწაული ადამიანი და საოცარი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მეწარმე გვყვავს ქიზიყელებს!!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები