LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკო კაჭკაჭიშვილისა და ძვალის ახალი სიმღერა თბილისს – „არ დაიწყოთ ლანძღვა-გინება“ (ვიდეო)

350

მაიკო კაჭკაჭიშვილმა, რეპერ აჩიკო ვანიშვილთან (ძვალი), ბექა გოჩიაშვილთან და გიორგი უშიკიშვილთან, ასევე ბუბა კიკაბიძესთან ერთად, კიდევ ერთი სიმღერა მიუძღვნა თბილისს. მას პოლიტიკური დატვირთვა აქვს – სიმღერა მერობის კანდიდატის, ზალიკო უდუმაშვილის მხარდასაჭერად ჩაიწერა.

მაიკო კაჭკაჭიშვილმა ვიდეო გააზიარა და დააწერა:

„მეორე ახალი ჰიტი თბილისს ჩვენგან❤️ არ დაიწყოთ ლანძღვა-გინება :)))) ჩვენ ვართ მუსიკოსები და ვაკეთებთ ჩვენს საქმეს 😎😎❤️❤️ მოუარე ან შემოუარე თბილისს“

მელოდიას, რასაკვირველია ყველა ქართველი იცნობს – ეს არის ეთერ ჭელიძის „ჭაღარა თბილისო“. „მოუარე თბილისს, შემოუარე, თბილისი ისე მალე არ გაგივლის…“, რეპავს ძვალი.

ვიდეოს სოცქსელში უკვე ასი ათასზე მეტი ნახვა აქვს.

შეგახსენებთ, რომ წლების წინ მაიკო კაჭკაჭიშვილმა და ძვალმა „შენ გიმღერი, ჩემო თბილის-ქალაქო“  გადააკეთეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები