LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე, კოვიდ პასპორტს საქართველოშიც ავიღებთ

125
ipiccy-image

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში კოვიდ პასპორტის კონცეფცია უკვე წარდგენილი იქნება.

ნათია თურნავას განმარტებით, კოვიდ პასპორტის დოკუმენტი მოქალაქეს, როგორც ელექტრონულად, ასევე ბეჭვდის სახით გადაეცემა.

„კოვიდ პასპორტი ძალიან საინტერესო ინიციატივაა, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრო შემოვიდა და პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირა. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ელექტრონული პლატფორმის კოვიდ პასპორტის შემუშავებაში ჩართულია სხვა უწყებებიც. უახლოეს პერიოდში კოვიდ პასპორტის კონცეფცია უკვე წარდგენილი იქნება“, – აღნიშნა მინისტრმა.

თურნავას თქმითვე, კოვიდ პასპორტში თავმოყრილი იქნება კოვიდთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები