LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე ქუთაისის აეროპორტიდან მგზავრებს კოპიტნარის რკინიგზის სადგურამდე შატლები უფასოდ გადაიყვანს

269
35053648-2105123729756571-9010063804653895680-o

მალე კოპიტნარის რკინიგზის სადგური და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთმანეთს შატლებით დაუკავშირდებიან. საქართველოს მთავრობამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და „საქართველოს რკინიგზის“ დამაკავშირებელი პროექტი დაამტკიცა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება კოპიტნარის სადგურს, ასევე აშენდება ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი და აეროპორტსა და რკინიგზის სადგურს შორის დამაკავშირებელი გზა. ეკონომიკის სამინისტროში შემავალი აეროპორტების გაერთიანების კომპანია ავიამგზავრებს მომსახურებას უფასო შატლებით გაუწევს, რომლებიც აეროპორტსა და რკინიგზის სადგურს შორის პერიოდულად იმოძრავებენ.

„მთავრობამ დაამტკიცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და საქართველოს რკინიგზის დამაკავშირებელი პროექტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტს, ახალი ტერმინალი შენდება და წლის განმავლობაში შევა ექსპუატაციაში. დღევანელი პროექტის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაკავშირებული იქნება ჩვენი რკინიგზის კოპიტნარის სადგურთან. მოხდება სადგურის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კერძოდ საგზაო დეპარტამენტი განახორციელებს საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, მშენებლობას, რომელიც აეროპორტს და სარკინიგზო სადგურს დააკავშირებს. უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობა, რაც მთავარია დღეს დამტკიცდა ეს პროექტი. სამი მხარე მონაწილეობს ამ პროექტში: საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელიც გზით დააკავშირებს ამ ორ ობიექტს საერთაშორისო აეროპორტს და სარკინიგზო სადგურს. „საქართველოს რკინიგზა“ მოახდენს სადგურის რეაბილიტაციას იმდაგვარად, რომ ის მაღალ სტანდარტებს პასუხობდეს. ხოლო ეკონომიკის სამინისტროში შემავალი აეროპორტების გაერთიანების კომპანია გააკეთებს ორგანიზებას შატლებით უფასოდ ავიამგზავრების მომსახურებისას. იქნება პერიოდული მიმოსვლა სადგურსა და აეროპორტს შორის. იქნება ძალიან სწრაფი, ძალიან ეფექტური მიმოსვლა, სულ 1,5 კმ მონაკვეთია”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები