LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა შალვა კეკელია: „რას ჩააცმევთ თქვენს შვილს, არმანის თუ ლილოში ნაყიდს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი სულიერი ურთიერთობაა…“

279
mamashalvakekelia

მამა შალვა კეკელია „ობიექტივის“ ეთერში საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ არ უნდა მიაქციოს სამოსის ბრენდულობას მნიშვნელობა მშობელმა, რომელიც შვილისთვის სამოსს ყიდულობს.

როგორც მამა შალვა ამბობს, ერთხელ სკოლაში დაიბარა იმ ბავშვის დედა, ვინც სკოლაში კარგად არ იქცეოდა.

„ამ გოგონამ მითხრა, მამაო, იცით ჩემი შვილი სად ცხოვრობსო? იცით, რა სახლი გვაქვსო? ჩემს შვილს ჯერ საქართველოშიც კი არ დაუსვენია, ინგლისში და იტალიაში ვასვენებო. ვუპასუხე, მეოთხე კლასელი ბავშვი ინგლისში დაისვენებს, თუ ჭოპორტში, რას გაიგებს-მეთქი… რას ჩააცმევთ თქვენს შვილს, არმანის თუ ლილოში ნაყიდს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს -მეთქი. ჩემს შვილს სამი ძიძა ემსახურება და ამდენ ფულს ვიხდი მის აღზრდაშიო. თვითონ გულაობს, დანგრეული აქვს ოჯახი და ჰგონია, თუ შვილს კარგად ჩააცმევს და კარგ ადგილას წაიყვანს, ეს ჰგონია აღზრდა. შვილთან ურთიერთობა არის სულიერი ურთიერთობა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები