LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტი რომ ჰქვია, იმ ადამიანმა თქვა, ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებსო, უფრო მეტად ვერ უმტრობ საკუთარ ქვეყანას, ამის გამოსწორება შეკრებებით არ ხდება

161
a1702315377

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება 13 დეკემბერს ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს „ჩვენი ხმა ევროპას“ კამპანიის ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მოწვეულები არიან მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები.

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებს.

“ბუნებრივია, ჩვენ ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ მივიღებთ. როცა გვჭირდებოდა ობიექტური შეფასება, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამ დროს ამბობ, არ იმსახურებსო, პრეზიდენტად წოდებულს საქართველოსთვის მეტი რა უნდა დაეზიანებინა, საკუთარი ქვეყნის მეტი მტრობა შეიძლება? პრეზიდენტი რომ ჰქვია, იმ ადამიანმა თქვა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებს. უარესს ვერ იტყვი საკუთარ ქვეყანაზე და უფრო მეტად ვერ უმტრობ, ზიანს ვერ მიაყენებ. ამის გამოსწორება შეკრებებით არ ხდება. პრეზიდენტი და მთლიანი ოპოზიცია ევროპის შეკრებაზე ხუთას კაცზე მეტს რომ ვერ მიიყვანენ, როგორც პოლიტიკოსები როგორ აღარ არსებობენ, ეს დაემართათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტი 13 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g