ცნობილი ტელესახე და მოდელი მანიკა ასათიანი 30 წლის გახდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტოები გამოაქვეყნა.
ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი მანიკა შეუდარებელია. ტელეწამყვანის მიმდევრებმა კი მისთვის კომპლიმენტები არ დაიშურეს, ამავდროულად, დაბადების დღეც მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ მანიკასთვის კომპლიმენტი მოტივაციაა. ამ თემაზე მან “ფორტუნასთან” ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.
“ჩემი მოტივაცია არის დადებითი ემოციები და კარგი კომენტარები უცხო ადამიანებისგან. არ მქონია შემთხვევა, რომ ცუდი კომენტარი წამეკითხოს“, – თქვა მანიკა ასათიანმა.