LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა კარპი: „ყველაზე საყვარელი გიგი დედალამაზიშვილის ცოლი ვარ!..“

1748
dedalamazishvili

„მგზავრების“ სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი მეუღლე, მარინა კარპი მცირე ხნის წინ მეორედ გახდა დედა. წყვილს ბიჭი შეეძინა, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს და ახლახან მონათლეს. გიგისა და მარინას ასევე ჰყავთ ლიზი.

ოჯახური ცხოვრების პარალელურად, მარინას ძალიან საინტერესო საქმიანობა აქვს. ის უკრაინაში ცნობილი ფოტოგრაფია და უამრავ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. ახლაც ძალიან დაკავებულია თავისი საქმიანობით.

სოციალურ ქსელში მცირე ჩანახატი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ახლახან, როგორც ფოტოგრაფი, Canon-ის ამბასადორი გახდა.

მარინა აღნიშნავს, რომ ფოტოგრაფიით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, მაგრამ სწავლა არსად გაუგრძელებია. 16 წლიდან მოყოლებული, ფოტოგრაფიის ყველა მნიშვნელოვანი კურსი მოიარა კიევში და შემდგომ 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი ჰქონდა.

თავის ჩანახატში მარინა ქართელ მეუღლესაც ახსენებს:

„16-დან 20 წლამდე ჩემმა ცხოვრებამ ყოველდღიურ გადაღებებში ჩაიარა და უცბად, ბრახ! – მე მას შევხვდი. გიგიმ თავი შემაყვარა, საკუთარი ნებით ჩავხტი ტომარაში და გავფრინდი საქართველოში.

2011 წლიდან ჩემი ცხოვრება ორ ქალაქს – თბილისსა და კიევს შორისაა გადაშლილი.

ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი – 28 წლის ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ბევრს მივაღწიე და ბევრის გაკეთება შევძელი. მაგრამ მე ვარ ყველაზე საყვარელი გიგის ცოლი, ხვეულთმიანი ლიზის და პატარა ნიკოლოზის დედა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g