მარიტა როხვაძე „პრაიმშოუში“ ამბობს, რომ მისთვის მამაკაცში მთავარი მისი თვისებებია და არა ფული:
„არიან ქალბატონები, რომლებიც მოწოდებულები არიან, გათხოვდნენ მდიდარ მამაკაცზე, იყვნენ უზრუნველყოფილი, მაგრამ საერთოდ არ აინტერესებთ, რა მოსწონს იმ ადამიანს, რა გააჩნია ღირებული ურთიერთობებში. ბევრი ასეთი ოჯახი მინახავს დანგრეული. ჩემს შემთხვევაშიც ყოფილა საჩუქრები, განებივრება, მაგრამ ადამიანი მე თუ არ მომწონს, ქიმია თუ არ მაქვს მის მიმართ, რაც უნდა გააკეთოს, არ შემიძლია.
ჩემს ყურადღებას იქცევს ვიზუალი, რა თქმა უნდა, მაგრამ მამაკაცი გაწონასწორებული, ღირსეული უნდა იყოს. ჩემი უნდა ესმოდეს. ცოტა იუმორის გრძნობაც უნდა ჰქონდეს და მასთან ლაპარაკი უნდა შეიძლებოდეს ნებისმიერ თემაზე. ადამიანისგან არ ვითხოვ, რომ მას მილიონები ჰქონდეს, მე გავხდი მილიონერიდან მილიარდამდე.
დედაჩემის და მამაჩემის ურთიერთობას რომ ვუყურებდი, დედა ყოველთვის ჯაბნიდა. ბავშვობიდან ვისწავლე, როგორ უნდა ილაპარაკო მამაკაცთან სწორად, ანუ დიპლომატიურად…“
მარიტა როხვაძე: „რას ჰგავს, ჩამოათრიეთ სცენიდანო, ჩემზე წერდნენ…“