მომღერალმა მარიტა როხვაძემ „სარკესთან“ გარდაცვლილ მამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამა ძალიან ამაყობდა მისი კარიერით, ამიტომ მომღერალი ამბობს, რომ სცენას მალე დაუბრუნდა.
მარიტამ მამა პანდემიის პერიოდში დაკარგა, ოღონდ ამის მიზეზი კოვიდი არ ყოფილა.
“ჩემი და მამის ურთიერთობა განსაკუთრებული იყო. იქიდან გამომდინარე, რომ დედა 26 წლის განმავლობაში ოპერისა და ბალეტის თეატრში ცეკვავდა, მე უფრო მამა მზრდიდა. ის ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი და მთავარი საყრდენი იყო. დრო არაფრის მკურნალი არ არის, ამაში დავრწმუნდი. უბრალოდ, ამ ტკივილთან ერთად ცხოვრობ.
მამას აღფრთოვანებული იყო, როდესაც სცენაზე მხედავდა. ამიტომაც ვიცი, როგორი გახარებული იქნება ჩემი თითოეული კონცერტით თუ წარმატებით, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ მექნება. ამიტომ ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ამის შემდეგ არ ვიმღერებდი.
მისგან მთავარი ვისწავლე, რომ არავინ უნდა დაჩაგრო. ვერ იტანდა ფარისეველ ადამიანებს. ის იყო ჩემი ცხოვრების მთავარი მესაიდუმლე. მას ვუყვებოდი ისეთ საიდუმლოებებს, რასაც არ ვუყვებოდი არც დაქალს, არც დედას”,- ამბობს მარიტა როხვაძე „სარკესთან“ .