LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკუს მეტრეველს პოლიტიკოსი ქალი შეუყვარდა: „იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება და ყველა გაიგებს, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და არაფერი დაგვიშავებია…“

1186
მარკუს მეტრეველი

მომღერალი მარკუს მეტრეველი დაქორწინდა მისი რჩეული დალი ხაბულიანია, რომელიც პოლიტიკური საქმიანობითაა დაკავებული და ერთ-ერთი პარტიის წევრი გახლავთ.

მარკუსი ჟურნალ „სარკეს“ უამბობს, რატომ მალავდა ოთხი წლის განმავლობაში ამ რომანს:

„ჩვენს საზოგადოებაში დიდი რაოდენობითა რის დაგროვებული ნეგატივი და ბოღმა. ეს ყველაფერი კი ჩემს შინაგან მდგომარეობაზე მოქმედებს. მეორე მხრივ, ჩავთვალე, რომ ეს პერიოდი ზედმეტი ყურადღების გარეშე ისევ და ისევ უკეთესი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობისთვის. ახლა ყველაფერი რომ დალაგდა, კარგად ვიცით ერთმ,ანეთზე ყველაფერი, გადავწყვიტეთ, უკვე საჯაროდაც დაგვედო ერთობლივი ფოტო…“

„დალის ზრდასრული შვილები ჰყავს, მათ თავიანთი ოჯახები აქვთ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არსებობს დისბალანსი, გაუგებრობები, მაგრამ იმედი გვაქვს, ყველაფერი დალაგდება და ყველა გაიგებს, რომ ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, ერთმანეთი გვიყვარს“.

მარკუს მეტრეველი ჟურნალთან საუბრისას აღნიშნავს, რომ დალი ხაბულიანთან ერთად კახეთში სახლი იყიდა, რომელიც წყვილმა ერთობლივად შეიძინა და ძალიან ლამაზი გამოვიდა: „მგონი, ძალიან ლამაზი გამოგვივიდა, სახელიც აქვს – სიყვარულის სახლი ჰქვია…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები