LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში დაინფიცირებული ქალის 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი

903
1 კაკო

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ მარნეულში დაინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით, 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი. ამის შესახებ ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, იკვეთება ბევრი კონტაქტი და  საჭიროა მათი გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია.

“ბოლნისის შემთხვევაზე საკმაოდ პრობლემატური არის ის საკითხი, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება. დაახლოებით 1700-მდეა უკვე იმ 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით და ყველას გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია საჭირო”, – განაცხადა ზოიძემ.

მარნეულში ინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი დადგენილია: პაატა იმნაძე

შეგახსენებთ, რომ მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი 62 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. პაციენტი მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.  ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ ექიმები. ინფექციური კლინიკის დირექტორის განცხადებით, პაციენტს დაინფიცირებამდე გადატანილი ქონდა ინსულტი, გაკეთებული აქვს გულის შუნტირების ოპერაცია და უდგას სტენტები, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უფრო ამძიმებს.

“მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებულია” – ლევან რატიანი

გავრცელებული ინფორმაციით, 62 წლის ქალი ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას იმყოფებოდა და მას კონტაქტი ქონდა როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მეზობლებთან. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები