LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში ინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი დადგენილია: პაატა იმნაძე

199
Capture

“ახლო კონტაქტში მყოფი ფაქტობრივად ყველა პირი დადგენილია, 90-ზე მეტი ადამიანია” – ამის შესახებ დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა ის პირი, ვისაც ვირუსით ინფიცირებულ ქალთან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაშია.

“ისინი ყველანი იმყოფებიან იზოლაციაში და შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. თუ ვინმეს სიმპტომები აქვს, რა თქმა უნდა, ჩაუტარდება გამოკვლევა. მარნეულის კონტაქტები უკვე გამოკვლეულია, სამი არის უარყოფითი”, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ ასეევ აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ქალი საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და როგორც კი ვირუსი დაუდგინდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფექციური საავადმყოფოდან 2 პაციენტი უკვე გავწერეთ, სამს დღეს გავწერთ – მარინა ეზუგაბაია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g