LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტში ქვეყანაში 9114 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, ეკონომიკა 10.6 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

69
xalxi_5f5f2f64d7c58

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 14.4 პროცენტით განისაზღვრა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთო-მოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობა.

მარტში საქონლით საგარეო ვაჭრობამ იმპორტის ნაწილში 894.0 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტმა 411.4 მლნ აშშ დოლარი.

2022 წლის მარტში 9114 ახალი საწარმო დარეგისტრირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები