LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძარცველი “გაგვექცა” არასწორია, გაუშვეს იმ კონკრეტულ მომენტში: კობახიძე

128
BeFunky-collage (1)

პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებული თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ  თავდამსხმელს აუცილებლად დააკავებენ. რაც შეეხება ჩატარებულ სპცეოპერაციას, კობახიძე ამბობს, რომ პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.

“ტყუილია, თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა” – ვლადიმერ ბორცვაძე

“საქართველოს ბანკის“ მძარცველი კი არ გაგვექცა, 43 მძევლის სიცოცხლე გადაარჩინა პოლიციამ. ეს არის რეალობა. „გაგვექცა“ სხვა რამეა. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, მეორე დანაშაულის გახსნაც დასრულდა წარმატებით და ესეც არის შს სამინისტროს ეფექტიანობის შედეგი. მესამე ფაზაც ძალიან მალე დასრულდება. გაგვექცა არასწორი სიტყვაა. სპეცოპერაცია ჩატარდა არსებული სახით, იმის გამო, რომ არცერთი ადამიანი არ დაღუპულიყო. ოპერაცია გრძელდება და ეს პირი აუცილებლად იქნება დაკავებული. გაგვექცა არასწორია, გაუშვეს იმ კონკრეტულ მომენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

კვირა კი არა, შეიძლება ერთი თვე ვდიოთ, ეგ პრობლემა არაა: გომელაური

ბანკზე თავდასხმიდან ერთი კვირის თავზე, იდენტიფიცირებული ბოროტმოქმედი ისევ თავისუფალია. მისი კვალი ქრება სოფელ კირცხიდან, სადაც მძევლები გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა.

 

“ძველი ფორმაა, გახუნებული, დიდი ალბათობით, მისია და არა ნაყიდი” – რაზე მეტყველებს ფორმა, რომელიც თავდამსხმელს ეცვა: ექსპერტ ამირან სალუქვაძის დაკვირვება

“ასეთი ყუმბარა ქართულ შეიარაღებაში არ არის” – რა დაინახა საინტერესო ყაჩაღობის კადრებში ანალიტიკოსმა ლაშა პატარაიამ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g