გუშინ, რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი ალექსანდრე მარტიაშვილი და მიხეილ ყაფლანიშვილი გმირულად დაიღუპნენ. აღნიშნულს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ „ორი ქართველი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი გარდაიცვალა
ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში კიდევ ერთი ქართველის დაღუპვის შესახებ
„მძიმე დღეა საქართველოსთვის – ორი ქართველი დაეცა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში – სამშობლოდან შორს, უკრაინაში.
მიხეილ ყაფლანიშვილი (იგივე მიშა კაპლანი) და ალექსანდრე მარტიაშვილი
დიდება სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირებს!
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!“, – წერს ნიკა მელია.