LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე-4 შვილი გარდამეცვალა და მეუღლის სიცოცხლეც საფრთხის წინაშე იყო…” – მამა შალვა კეკელია ოჯახზე

364
BeFunky-collage - 2022-11-02T000359.139

მამა შალვა კეკელია “ღამის პრაიმტაიმის” ეთერში ოჯახის შესახებ საუბრობს და განვლილ რთულ პერიოდს იხსენებს.

მისი თქმით, მე-4 შვილი გარდაეცვალა და საკეისრო კვეთის დროს მისი მეუღლის სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ დადგა.

“ალბათ რთული მეუღლეა მამა შალვა. არასოდეს დრო არ აქვს ოჯახისთვის, სასულიერო პირები განსაკუთრებით ვდგავართ ამ რეალობის წინაშე. ძალიან ხშირად სასულიერო პირებს დილით ადრე გვიწევს გასვლა და საღამოს, ძალიან გვიან მოსვლა.

ბოლო წლებში ბევრ რამეზე დავფიქრდი განსაკუთრებულად და მეც შევიცვალე. არ შეიძლება მხოლოდ ერთ თემაზე იყო ორიენტირებული და მეუღლე, შვილები გამოგრჩეს. მე ძალიან ბევრჯერ გამომრჩენია ეს ყველაფერი, მეუღლესთან ურთიერთობაც გამომრჩენია…

მე როცა ჯვარი დავიწერე აღქმა დავდე ღვთის წინაშე, რომ ჩემს მეუღლეზე და შვილებზე ვიზრუნებდი“, – საუბრობს მამა შალვა.

კითხვაზე: როდის მიხვდა, რომ ოჯახს მზრუნველობას აკლებდა და უკავშირებდა თუ არა ამას რაიმე ფაქტს, მამა შალვამ უპასუხა:

“დიახ, ჩემი მეოთხე შვილის გარდაცვალებას და მეუღლეც მძიმე მდგომარეობაში იყო. მეოთხე საკეისრო იყო, ძალიან რთულად იყო, ბავშვი გარდამეცვალა და მეუღლეც საფრთხის წინაშე იყო, რომ შეიძლებოდა ისიც გარდაცვლილიყო. მაშინ განსაკუთრებულად დავფიქრდი ამაზე, უცებ შეიძლება ეს ყველაფერი ხელიდან გამოგეცალოს”, – აღნიშნავს მამა შალვა.

მისივე  თქმით, გარდაცვლილი შვილი მფარველი ანგელოზია, რომელიც ოჯახს იცავს.

 

ამავე თემაზე:

მამა შალვა კეკელია: „ყველაზე მთავარი ადამიანებმა რა დავკარგეთ იცით? ჩვენ ვერ აღვიქვამთ ადამიანებს ღმერთის შვილებად“

მამა შალვა კეკელიამ ქორწინების იუბილე აღნიშნა: „17 წელი ერთად…“

მამა შალვა კეკელიას ინიციატივა – უფასო მაღაზია მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები