LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა შალვა კეკელია: „ყველაზე მთავარი ადამიანებმა რა დავკარგეთ იცით? ჩვენ ვერ აღვიქვამთ ადამიანებს ღმერთის შვილებად“

75
ჰგჰგ

ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ გადაცემაში “ჩვენთან სახლში” ადამიანურ ურთიერთობებზე ისაუბრა.

როგორც მამა შალვამ აღნიშნა, ყველაზე მთავარი, რაც ადამიანებმა დავკარგეთ არის ის, რომ ერთმანეთს ღმერთის შვილებად ვერ აღვიქვამთ.

„იცით რა დავკარგეთ ადამიანებმა? ქადაგებაში ვეუბნებოდი მრევლს კვირას, რომ ყველა ადამიანი არის ღმერთის შვილი.

ჩვენ ადამიანები ისე ვექცევით ერთმანეთს, ისე ვწირავთ ერთმანეთს, ისე ვაყენებთ შეურაცხყოფას ვერ ვაფიქსირებთ იმას, რომ ღმერთის შვილებს ვექცევით ასე.

ადამიანი ადამიანისთვის მტერი გახდა, ადამიანი ადამიანისთვის მგელი გახდა.

ადამიანი ადამიანისთვის გახდა გამანადგურებელი.

ერთმანეთს ვანადგურებთ და ვსპობთ. როგორ შეიძლება ბედნიერება ვნახოთ ამ ყველაფერში?” – აღნიშნა მამა შალვამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები