LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე გამოხსნა არ მჭირდება, გამოხსნა სჭირდება მიშა სააკაშვილს – გვარამია

125
ნიკა-გვარამია-e1580399271167

მე გამოხსნა არ მჭირდება, გამოხსნა სჭირდება მიშა სააკაშვილს – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ განაცხადა.

“მე გამოხსნა არ მჭირდება, ნორმალურად ვგრძნობ თავს, პროცესების განვითარებას შევხედავ, მე არ ვფიქრობ იმაზე, როდის გამოვალ იმიტომ, რომ ციხეში ამაზე ფიქრი კატეგორიულად არ შეიძლება. უნდა შეეგუო იმას, რომ გამოხვალ სასჯელის ამოწურვის შემდეგ. გამოხსნა სჭირდება მიშა სააკაშვილს და იგი მართლა უნდა გამოვიხსნათ იმიტომ, რომ ადამიანი კვდება უბრალოდ და შეუძლებელია ამის ატანა და გაგრძელება. მე ძალიან იმედიანად ვარ ექსპერტების შესვლის შემდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევს.

მიშას მივესალმები აქედან და ვუსურვებ კარგად ყოფნას, ის გვახსოვს ყველას, მეც მახსოვს ამ საკანში და ჩემი მთავარი საზრუნავი, სანერვიულო და ა.შ. არის მიშა”, – ამბობს ნიკა გვარამია ციხიდან, “მთავარ” არხთან სატელეფონო ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g