LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე რომ ჩამოვიდე? ბახვას ცხედარი რომ გამომატანოთ?“ – ხათუნა ხოფერია უკრაინის ომში გარდაცვლილი ძმის შესახებ წერს

1701
ხათუნა ხოფერია - ბახვა ჩიქობავა

ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა 19 მარტის დილას ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა. გარდაცვლილი მებრძოლი პარლამენტის ყოფილი წევრის, ხათუნა ხოფერიას ძმაა. ამ დრომდე ვერ ხერხდება ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება, რასთან დაკავშირებითაც ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ასე მგონია, რეალობას მოვწყდი… მამიდა ამბობს, დაველოდებიო… მე ვფიქრობ, იქნებ სჯობდეს, იმედის სხივით წავიდეს – ხათუნა ხოფერია

„რატომ არ კვდება შენი ხათუნა“ – რას წერს ხათუნა ხოფერია უკრაინაში დაღუპულ ძმაზე

„მე რომ ჩამოვიდე?…

ბახვას ცხედარი რომ გამომატანოთ?…

… ან კი, დარჩა რაიმე ამდენი ხნის შემდეგ?..

… გამოიტანეთ მარიოპოლიდან?…

… უპატრონეთ?…

… საერთოდ, იცის ვინმემ სად არის?…

ჩვენ არაფერი ვიცით…

მოკლედ, არსებობს ვინმე სულიერი, ვინც იღებს პასუხისმგებლობას, რომ ექსპერტიზის შემდეგ, ბახვას ყველა ქრისტიანული წესის დაცვით მივაბარებთ თავის მამიკოს, ძმას, წინაპრებს…

რომ მამიდაჩემი სანთელს დაანთებს თავისი საამაყო შვილის საფლავზე და ვალმოხდილი წავა თავის ოჯახთან…

არსებობს ვინმე ღვთისმიერი?“, – წერს ხათუნა ხოფერია.

“ხათუნას ძმა… ბექას ბიძა, ნინას ბაბუა..”, “ყველამ მინდა იცოდეს, როგორი ბიძა მყავდა.. ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ შენით” – უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ოჯახის წევრები ემშვიდობებიან

ნინო ორდენიძე: ყველაზე ცხელ წერტილში, მარიუპოლში იბრძოდა! გმირულად, თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა ჩემი საამაყო მეგობარი, ბახვა ჩიქობავა

ომს შეწირულ უკრაინელ ბავშვებს, ქალებს, მამაკაცებს შორის ჩვენი ქართველი ბიჭებიც არიან- კახა კალაძე და შალვა პაპუაშვილი სამძიმრის წერილს აქვეყნებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g