LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე შენ რა გითხარი, კაბა არ ჩაიცვა-თქო… რომ გაგხადეთ კაბა, რატომ იცვამ კიდევ?“ -სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მორჩილის მიერ განდევნილი სასულიერო პირის მიმართ ძალადობაა აღბეჭდილი

1046
კოლაი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მორჩილის მიერ რუის-ურბნისის ეპარქიიდან განდევნილი სასულიერო პირის მიმართ ძალადობაა აღბეჭდილი.

კერძოდ, ვიდეოში ჩანს, რომ მორჩილი ილარიონ გრიგალაშვილი ფიზიკურად უსწორდება როინ მუმლაძეს, რომელიც აღნიშნულ ეპარქიაში ბერი იყო, მაგრამ ეპარქიას და სასულიერო ცხოვრებას ჩამოაშორეს.

დაპირისპირების მიზეზი როინ მუმლაძის მიერ ანაფორის ჩაცმა გახდა.

„მე შენ რა გითხარი, კაბა არ ჩაიცვა-თქო… რომ გაგხადეთ კაბა, რატომ იცვამ კიდევ?“, – მიმართავს მორჩილი გრიგალაშვილი როინ მუმლაძეს, რომელსაც კონკრეტულ ცოდვაშიც ადანაშაულებს.

თავის მხრივ, მუმლაძე გრიგალაშვილს პასუხობს, რომ აღნიშნულ სამოსს აღარ ჩაიცვამს.

„გამანებე თავი, ვიხდი კაბას არ მინდა, საბოლოოდ ვიხდი“, – აცხადებს როინ მუმლაძე.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოში ისმის მამა შალვა კეკელიას სახელი, რომელსაც, როგორც ირკვევა, როინ მუმლაძემ წარსულში უჩივლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g