LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი და პრინცი არჩი დედოფალს პრინცი ფილიპის დაკრძალვის დღეს ტელეფონით ესაუბრნენ

605
quennnews345

ცნობილი ხდება, რომ ამერიკაში მყოფი მეგან მარკლი აქტიურად ეკონტაქტა სამეფო ოჯახის წევრებს პრინცი ფილიპის დაკრძალვამდე. მაგალითად გამოცემა People წერს, რომ მარკლიმ დაკრძალვის დღეს დაურეკა დედოფალს, მას მცირე ხნით გაესაუბრა და შემდეგ პატარა არჩის დაალაპარაკა. მიზეზი კი დედოფლისთვის თანადგომის გამოხატვა იყო.

როგორც გამოცემას წყარო უყვება, მეგან მარკლიმ პირადად აუხსნა დედოფალს ის მიზეზები, რის გამოც მან ბრიტანეთში ჩასვლა ვერ მოახერხა.

გამოცემა ასევე წერს, რომ მარკლი მუდმივად ხაზზე იყო მეუღლესთან, რადგან იცოდა, რომ მისთვის ბაბუის დაკრძალვაზე ჩასვლა უმძიმესი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g