ერთ-ერთი მოქალაქე შოვში, სტიქიის ზონაში მოყოლილ მეუღლესა და სამ მცირეწლოვან შვილს ეძებს.
მამაკაცი სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვას და ოჯახის მოძებნაში დახმარებას ითხოვს.
„მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. არ ვიცი რა სიტუაციაა და როგორ არიან, მე როგორც ვიცი ორი ვერტმფრენი ჰყავთ, რომლებსაც შეუძლია ღამეც ფრენა, ანუ არ გვინდა ეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი? დაიღუპონ მანდ? ღამეს ვერ გადაიტანენ, ხალხო, ძალიან გთხოვთ რამე ქენით, გამოგზავნეთ ერთი ვერტმფრენი მაინც რომ ვიპოვოთ”, – საუბრობს ახალგაზრდა კაცი.
შოვში მეწყერს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. კურორტ შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც ადამიანები მოიყოლა.
ამავე თემაზე:
შოვში სტიქიის ზონიდან 12 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვია
ვიდეო: შოვში მეწყერში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს
ვიდეო: „წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, 2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხჩობით“