LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეწყრული პროცესი ინტენსიურად ვითარდება, თუ მიწის მასა წამოვიდა, პირდაპირ ჩამოვა მდინარე მტკვრისკენ: თეა გოდოლაძე

208
BeFunky-collage (2)

ვაშლიჯვარი ნუცუბიძის გზაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გადაცემაში “დღის თემა” დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, ვაშლიჯვარი ნუცუბიძის გზაზე მეწყრული პროცესები ინტენსიურად ვითარდება და ყოველდღე 5 სმ-ით იმატებს მიწის გადაადგილება.

თეა გოდოლაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მეწყრული პროცესი განვითარდება და მიწის დიდი მასა მოწყდება ადგილიდან, ის ვერტიკალურად მდინარე მტკვირისკენ წამოვა. მიწის მასის დიდი სიჩქარით დაძვრის შემთხვევაში, გოდოლაძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო იქნება.

ვიდეო: გუშინდელი წვიმის შემდეგ ნაპრალის შუა ნაწილი მთლიანად ჩავარდა, ცეცხლს ვეთამაშებით – თეა გოდოლაძე

საკითხი კომპლექსურია, მისი ერთი კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს – გერმანელი ექსპერტების პირველი დასკვნა

“გერმანელმა ექსპერტმა ფაქტობრივად დაადასტურა ის შიშები, რაც ჩვენ გვქონდა. მეწყრული პროცესის განვითარება, ჩვენ ვთვლით, რომ მიდის ინტენსიურად. დღეში 5 სმ-ით გადაადგილება, საკმაოდ დიდია და დადგა დრო, რომ ზარი შემოვკრათ და სამოქმედო გეგმა გვქონდეს, მოსალოდნელია ძვრები და ეს პროცესი ნამდვილად დაჩქარდება. 

მეწყრის ჩამოსვლა და გავრცელების თემა არის მოდელირების საკითხი, შეიცავს მრავალ პარამეტრს და ამჟამად ჩვენს სამეცნიერო გუნდს, არ გვაქვს მოდელირება გაკეთებული. არის ასეთი დაყოფა: მაქსიმალური საფრთხე, საშუალო საფრთხე და მინიმალური საფრთხე. მინიმალური საფრთხედ ვგულისხმობთ, თუ მხოლოდ გზა დაიფარა. საშუალო საფრთხე არის თუ გზიდან გადმოვიდა. დიდი საფრთხე არის, როცა დიდი მასა დაიძვრება, რაც გზას გადმოკვეთს და წამოვა ფერდზე დიდი სიჩქარით. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მოსახლეობის ევაკუაცია.

რაც შეეხება საფრთხეს. იქ არის კონკრეტული ტერიტორია, სადაც შეიძლება ეს მეწყერი ჩამოწვეს. ვაშლიჯვრისგან ცოტა შორს არის. თუ მიწის მასა წამოვიდა, პირდაპირ ვერტიკალურად ჩამოვა მდინარე მტკვრისკენ. გრავიტაციით წამოვა ქვევით. გერმანელმა ექსპერტებმა დასკვნა ფაქტობრივად დადეს. საინჟინრო გადაწყვეტა, წარმოუდგენლად მიმაჩნია”, – განაცხადა თეა გოდოლაძემ გადაცემაში “დღის თემა”.

ნალექის შემთხვევაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები სრულად გაჩერდება: ირაკლი ბენდელიანი

მოწყვეტილი სიღრმე დაახლოებით 10 მეტრია და ნახევარი მილიონი კუბია, რაც შესაძლოა მოწყდეს – სეისმოლოგების საგანგებო განცხადება

ეს არ არის კლასიკური მეწყერი, საბოლოო ჯამში, გადაადგილება დიდ ლოდებად დამსხვრევას გამოიწვევს: ლაშა სუხიშვილი

პოპულარულები