LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნალექის შემთხვევაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები სრულად გაჩერდება: ირაკლი ბენდელიანი

131
ირაკლი ბენდელიანი

„გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან კომუნიკაცია გვქონდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნალექის შემთხვევაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები სრულად გაჩერდება,” – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

ბენდელიანის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების გაჩერება-აღდგენა კონკრეტული შემთხვევის და ნალექის მოცულობის გათვალისწინებით მოხდება.

მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სპეციალური სისტემა დამონტაჟდება – ირაკლი ბენდელიანი

“გააჩნია, რა მოცულობის ნალექი მოვა და რა პერიოდის განმავლობაში იქნება. თუ მუდმივი წვიმები იქნება, ეს გადაწყვეტილება ისე არ უნდა იყოს აღქმული, რომ წვიმა გადაიღებს და სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება. გადაწყვეტილების მიღება  კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით მოხდება”,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

საკითხი კომპლექსურია, მისი ერთი კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს – გერმანელი ექსპერტების პირველი დასკვნა

 

mazda magti 5g