LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გუშინდელი წვიმის შემდეგ ნაპრალის შუა ნაწილი მთლიანად ჩავარდა, ცეცხლს ვეთამაშებით – თეა გოდოლაძე

263
naprali

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძე  სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ  მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე დინამიკაში მოსულმა მეწყერმა სახე იცვალა.

„მეწყერის ტანზე ამოვედით, რათა დაგვეთვალა აჩქარება. ფაქტობრივად აზრი აღარ აქვს აჩქარების დათვლას, იმდენად შეცვლილი სურათი დაგვხვდა დღეს. მთლიანად ჩავარდნილია, ნაპრალის შუა ნაწილი.

ეს კი ნიშნავს, რომ პროცესი აჩქარებულია. გუშინ წვიმა იყო და ნებისმიერი წვიმა უკვე ამ პროცესს დააჩქარებს.

მე არ ვიცი ვის და რის იმედად მუშაობს „თიბისის“ სამშენებლო კომპანია. რის იმედად და რატომ ვიგდებთ ამ სიტუაციაში თავს, ცეცხლს ვეთამაშებით“? – კითხულობს თეა გოდოლაძე.

შეგახსენებთ, დღეს გერმანელმა ექსპერტებმა პირველი დასკვნა გააცნეს საზოგადოებას. მათი თქმით, არ არსებობს პრობლემის გადაჭრის ერთი კონკრეტული გზა.

საკითხი კომპლექსურია, მისი ერთი კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს – გერმანელი ექსპერტების პირველი დასკვნა

ნალექის შემთხვევაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები სრულად გაჩერდება: ირაკლი ბენდელიანი

მოწყვეტილი სიღრმე დაახლოებით 10 მეტრია და ნახევარი მილიონი კუბია, რაც შესაძლოა მოწყდეს – სეისმოლოგების საგანგებო განცხადება

ეს არ არის კლასიკური მეწყერი, საბოლოო ჯამში, გადაადგილება დიდ ლოდებად დამსხვრევას გამოიწვევს: ლაშა სუხიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g