LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრობის ფასი გაგვიორმაგდა – პარლამენტის წევრი ვარ და მე ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს, ახალი წელი მოდის, ყოველ კაპიკს ფასი აქვს: ალეკო ელისაშვილი

547
323

„პარლამენტის წევრი ვარ და მე ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს“,- ასე ეხმიანება პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ფასის ცვლილებას, რომელიც 2022 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.

1 თებერვლიდან ულიმიტო მგზავრობის სისტემა ამოქმედდება – ერთწლიანი აბონემენტი 250 ლარი ეღირება

როგორც „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას ელისაშვილმა განმარტა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი დედაქალაქში მოძრავი ყვითელი მიკროავტობუსების გამო გაიზარდა.

„რანაირად გაიაფდება, გადაიხადეთ აბა! პარლამენტის წევრი ვარ და მე ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს. მით უმეტეს, ახალი წელი მოდის, ყოველ კაპიკს ფასი აქვს.

კალაძის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული არის, რომ მარშრუტკები დატოვა. მაფიოზია ერთი, მაქაცარია, რომლისაც არის მარშრუტკები. სამარცხვინო ტრანსპორტია, რომელსაც გაჩერება საერთოდ არ აქვს. ჩვენს ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ მაქაცარია გახდეს კიდევ უფრო მდიდარი. გახდეს მდიდარი, მაგრამ ჩვენს ხარჯზე ნუ ხდება.

რა მუნიციპალური ტრანსპორტია დღეს თბილისში? – მეტრო, ავტობუსი და მარშრუტკა, ეს მარშრუტკები აფუჭებს ყველაფერს. მარშრუტკების გამო არის, რომ გაძვირდა. გაგვიორმაგდა ეს ფასი. პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა გაორმაგდება. გილოცავთ! წინასაახალწლოდ ძალიან მაგარია ეს ამბავი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

magti 5g