LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

215
საქალაქო

საქალაქო სასამართლოსთან 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა.

შსს-ს ინფორმაციით, ორი პირი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული, ერთი კი სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ახალციხეში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, საქმე ეხება 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად გამართულ მხარდამჭერ აქციას, რასაც პოლიციელებსა და მხარდამჭერებს შორის მწვავე დაპირისპირება და დაკავება მოჰყვა.

პოპულარულები