ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ციხის ადმინისტრაციას 4 ქილა თაფლი უკან დაუბრუნა – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ხერხეულიძემ, რუსთავის ციხესთან, ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა.
ღარიბაშვილი: როდესაც ადამიანი აცხადებს რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს
„ამ ამბის ანატომია ყოფილა შემდეგნაირად, როცა სააკაშვილთან ციხის ადმინისტრაციის ექიმი შესულა, ურჩევია, რომ ჩაიში შაქარი გამოეყენებინა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ უთქვამს, რომ შეგიძლია, ერთი კოვზი თაფლი მიიღოო.
ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს 5 ცალი, 50 მილიგრამიანი, თაფლის ქილა შეუძენია, თუმცა როგორც კი მიშამ მოისმინა ინფორმაცია, რომ ამით სპეკულირებენ, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა, დაინტერესებულ ადამიანებს ვუთხრა: ერთი ქილა უკვე გახარჯული ჰქონდა, 4 ქილა კი ხელმოწერით ჩააბარა ადმინისტრაციას“,- თქვა ეკა ხერხეულიძემ.
სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება არ ეძლევა