ამერიკელი ექიმის, ჯეიმს კობის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ოპერაცია ესაჭიროება.
როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, დისტანციურად ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, ოპერაციების დაუყოვნებლივ არჩატარების შემთხვევაში, სააკაშვილი მოძრაობას ვეღარ შეძლებს:
„მას აქვს სერიოზული პრობლემა და მე ვფიქრობ, რომ კისრის პრობლემა და მარცხენა მხრის სახსრის პრობლემა არის ყველაზე სერიოზული და მტკივნეული.
მას სჭირდება ქირურგიული ოპერაცია კისერზე, ასევე ქირურგიული ოპერაცია მარცხენა მხრის სახსარზე, ასევე სავარაუდო ქირურგიული ოპერაცია მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსარზე.
თუ ეს ოპერაციები დროულად არ ჩატარდა, რამდენადაც მას მოძრობა აქვს მკვეთრად გართულებული, ეს კიდევ უფრო გართულდება და ის პრაქტიკულად მოძრაობას ვერ შეძლებს“.- ამბობს ჯეიმს კობი.