LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღითიდღე შესაძლებელია ველოდოთ დამძიმებას და გამოსავალი ძალიან ცუდი იქნება – ვილი პაჭკორია სააკაშვილზე

159
ჰჰ

საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტის, ვილი პაჭკორიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები, პაციენტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უნდა დაჩქარდეს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებით უცხოეთის მაღალკვალიფიცირებულ კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანონ.

“საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები და ექიმები მოვუწოდებთ სასამართლოს, რომ რაც შეიძლება დააჩქაროს განხილვის პროცესი, რადგან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ითმენს. დღითი დღე შესაძლებელია ველოდოთ დამძიმებას და შემდგომში გამოსავალი იქნება ძალიან ცუდი და ნუ მივიყვანთ პროცესს იმ მდგომარეობამდე, რომ შემდგომ მძიმე პაციენტს ვერ უშველოს უცხოეთის კლინიკებმა.

აქედან გამომდინარე, ჩვენი თხოვნაც და მოთხოვნაც სასამართლო პროცესები ჩატარდეს სწრაფი ტემპით და ა მიღებული იქნას პაციენტის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება, რადგან იგი დროულად გადაიყვანონ ჰუმანიტარული მიზნებით უცხოეთის მაღალკვალიფიცირებულ კლინიკაში სამკურნალოდ იქ, სადაც ადამიანური რესურსები და მატერიალური ტექნიკური ბაზა გააჩნიათ შესაბამისი სირთულის პაციენტის მართვისთვის”, – განაცხადა ვილი პაჭკორიამ.

„მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს“ – მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g