ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობა კომენდანტის საათს ნელ-ნელა ამცირებს, რაც ნიშნავს, რომ პროცესი გაუქმებამდეც მივა.

„ალბათ დადგება დრო, როცა ღამით გადაადგილების შეზღუდვის გაუქმებაზე ვისმჯელებთ, ნელ-ნელა აქეთ მივდივართ, თუმცა ჯერ ახალი გახსნილია სახმელეთო საზღვრები და 1,2, 3 კვირა ყოველთვის სჭირდება, რომ დინამიკას დავაკვირდეთ. ლოგიკურია, რომ ამაზე გავაგრძელოთ მსჯელობა. არ მინდა დაპირება მოგცეთ, რადგან ეს არის კოლეგიალური გადაწვეტილება. 2 კვირის თავზე გამოჩნდება სახმელეთო საზღვრების გახსნამ რამე ხომ არ გააუარესა, ხოლო ამის შემდეგ გვექნება საშუალება, რომ ვიფიქროთ ამის გაუქმებაზე საერთოდ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ის როგორც ეკონომიკის მინისტრი, ყოველთვის მომხრეა ლიბერალიზაციის. „მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ დაბალანსებულ გადაწყვეტილებას, რადგან პანდემია არ დაგვისრულებია და რეალურად, ჩვენი ჯანდაცვის სექტორის, ჯანდაცვის სამინისტროს და მთლიანად საექიმო კორპუსის დამსახურებაა, რომ გახსნას ვახერხებთ“, – განაცხადა თურნავამ.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები