LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი: ივენთ კომპანიებსა და კინოთეატრებს ლიზინგის სესხიც დაუსუბსიდირდებათ

73
116289026-3213614642061506-814768378389591219-o

მთავრობის გადაწყვეტილებით, ივენთ კომპანიების სესხების პროცენტის სუბსიდირების კომპონენტს, ლიზინგის სესხის სუბსიდირებაც ემატება – ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით კინოთეატრებიც ისარგებლებენ.

„სხვა ცვლილებები, რაც შემოქვაგვს ეხება ივენთ კომპანიებს. ჩვენ მათზე ასევე გავავრცელეთ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა და ახლა შემოგვაქვს ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება, რადგან მათ მოგვმართეს თხოვნით და გარკვეული ინვენტარი მათ აქვთ ლიზინგით შეძენილი. ასევე ამავე პროგრამაში შემოგვყავს კინოთეატრები და მათაც გვერდში დავუდგებით და დავეხმარებით“, – განაცხადა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები