LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი: საქართველო, როგორც იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა, ისევ ისე რჩება – განვითარებულ ტურისტულ ბაზრებზეც ხდება კრიმინალური შემთხვევები

43
ipiccy-image

საქართველო, როგორც იყო სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ქვეყანა, ისევ ისე რჩება – გაცილებით უფრო განვითარებულ ტურისტულ ბაზრებზეც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება კრიმინალური შემთხვევები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საფრთხე მინიმუმამდე დავიყვანოთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო კორონავირუსის მიუხედავად, კვლავაც რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად.

„ჩვენ შეგრძნებების და სტატისტიკის დონეზე ვხედავთ, რომ საქართველო კორონავირუსის მიუხედავად, კვლავაც რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად. ძალიან ბევრი ტურისტია სხვადასხვა ქალაქში, ვხედავთ, რომ სასტუმროების დატვირთულობა საშუალოდ 70-80 პროცენტია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ლარის სიმყარეც ირიბი ინდიკატორია, რომ ტურიზმი მართლაც ცოცხლდება და ვითარდება. რაც შეეხება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სამოგზაურო შეზღუდვებს, ეს უკავშირდება კორონავირუსს, რაც ეხება მსოფლიოში არსებულ დინამიურ ვითარებას პანდემიასთან დაკავშირებით. ხან იზრდება კორონავირუსის საფრთხე, ხან მცირდება. მათი გაფრთხილება მოგზაურობაზე უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებსაც. რაც შეეხება ცალკეულ კრიმინალურ შემთხვევას, საქართველო, როგორც იყო სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ქვეყანა, ისევ ესე რჩება, ასე განგვიხილავენ ტურისტები. ცალკეული სამწუხარო შემთხვევები, სამწუხაროდ, არ გამოირიცხება არათუ საქართველოში, ევროპის ყველა დედაქალაქში ხდება დროდადრო. მთავარია, დროულად ხდება რეაგირება და დაგმობილია ჩვენგან. არაფერმა არ უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენ სტუმართმოყვარე იმიჯს“, – აღნიშნა თურნავამ.

მან საქართველოში ავსტრალიის მოქალაქის 31 წლის შანეი ბრუკის გარდაცვალებაზეც ისაუბრა. მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები