LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისი ფსიქიკური მდგომარეობა საყურადღებოა: აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა ტრამპის გადაყენებას ითხოვს

127
donald-tramp-prizval-zakryt-internetquibbll-2

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, ინიციატივით გამოდიან აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წევრები.

მართალია, დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის ვადა 20 იანვარს ეწურება, თუმცა მისი თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნას, აღნიშნული კომიტეტის დემოკრატი წევრები ხსნიან იმით, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა საყურადღებოა და რომ ის ხელს უწყობს ქვეყანაში სოციალურ დესტაბილიზაციას.

დონალდ ტრამპს ''ტვიტერმა'' და ''ფეისბუქმა'' ანგარიშები დაუბლოკა

ტრამპის ანგარიში იქნება მომდევნო 12 საათის განმავლობაში დაბლოკილი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვერ შეძლებს სოციალური ქსელის გამოყენებას.

CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საგანგებო განცხადება კომიტეტის წევრებმა გაავრცელეს და მოუწოდეს დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრებს, კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებით, პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენონ.

მანამდე კი, აშშ-ის კონგრესის სხდომა ქვეყნის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გახსნა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრა დაგმო.

კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა

 

magti 5g