LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივმართავ მკვლელს, არ შერჩება! მიწიდან ამოვთხრი” – ბაჩალიაშვილის დედა

215
teonatamazashvili

დღეს ექსპერტიზის ბიუროდან გამოსულმა თეონა თამაზაშვილმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ დამნაშავის დასადგენად ყველაფერს გააკეთებს.

“მივმართავ მკვლელს, არ შერჩება! მიწიდან ამოვთხრი, მიწაში რომ ჩაძვრეს“, – ამბობს გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის დედა.

"ბაჩალიაშვილის საქმეზე მედიამ უნდა გაიაზროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობა"

მასალა შეეხებოდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ინტიმური ურთიერთობების დეტალებს

მისი განმარტებით, ექსპერტიზის ბიუროში მათ განუცხადეს, რომ სოციალურ ქსელებზე წვდომა არ აქვთ, რადგან გვერდი დაბლოკილია.

დღეს ამ თემაზე ოჯახის ადვოკატმაც ისაუბრა. როგორც მიხეილ რამიშვილმა თქვა, ვერც ერთი კოდი ვერ მოერგო სოციალურ ქსელებზე და გახსნა ვერ მოხერხდა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g