LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში შესვლა ვერ მოხერხდა – კოდი ვერ მოერგო

243
თამარი 3

23 წლის პროგამისტის სოციალურ ქსელში, ასევე ელექტრონულ ფოსტაში შესვლა ვერ მოხერხდა. როგორც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი განმარტავს, ექსპერტიზის ბიუროში დაბარების შემდეგ მათ განუცხადეს, რომ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია აქვთ, რომლის პროგრამირება და დამუშავება მიმდინარეობს.

„ფაილი მოიძებნა, სადაც იყო კოდირება, მაგრამ მაინც ვერ იხსნება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქმეში FBI ჩაერთოს. მოგეხსენებათ, როდესაც შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვაა, მაშინ უკვე ფედერალური საგამოძიები ბიუროს ნების გარეშე არ ხდება მიღება. ეს უკვე არის მოთხოვნა და სავალდებულოა“, – განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, როდის და რა ვითარებაში გაუქმდა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“ გვერდი, ეს მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, როდესაც ამერიკიდან შინარსობრივი ინფორმაცია იქნება.

„ერთი „ფეისბუქის“ გვერდი, რომელიც გაქრა. მეორე, არსებობდა, რომელშიც ვერ შევედით. ვერანაირი კოდი ვერ მოერგო, ვერ გაიხსნა. ამიტომ მიმდინარეობს ახლა იმაზე მუშაობა, რომ დავადგინოთ, რატომ არ მოერგო, არცერთმა ელექტრონულმა და არცერთმა კოდმა არ იმუშავა“, – განმარტავს რამიშვილი.

ადვოკატის განმარტებით, საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ მასალებს აღადგენენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g