საქართველოში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.
პირველ ეტაპზე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.
პირდაპირ ეთერში აცრა უკვე გაიკეთეს პაატა იმნაძემ, მარინა ეზუგბაიამ და მარინა ენდელაძემ.
„გილოცავთ, რომ ვაქცინაცია დაიწყო. ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ ვაქცინა შემოვიდა და იმედია მასიურად შემოვა და მოსახლეობის 60% წლის ბოლოსთვის აცრილი იქნება. მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს და მოსახლეობას, ნუ ავყვებით რაღაც სხვადასხვა ინფორმაციებს, უნდა ავიცრათ. მსუბუქი გვერდითი მოვლენები აქვს, მიწის თხილი რომ მიირთვათ, შეიძლება უფრო მეტი ალერგია მოგცეთ, ვიდრე ვაქცინამ. ვაქცინა არაა მავნე და არის აუცილებელი. ესაა ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი.”-განაცხადა მარინა ენდელაძემ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ.
მარინა ეზუგბაიამ და მარინა ენდელაძემ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთეს
პაატა იმნაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ, პირდაპირ ეთერში აიცრა
“თავს ვგრძნობ გადასარევად” – პაატა იმნაძე ვაქცინაციის შემდეგ
დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება