„მთავარი არხის“ საახალწლო გადაცემაში, მომღერალ სოფო ნიჟარაძის არაჩვეულებრივმა შესრულებამ „Ancora“, საზოგადოების დიდი ნაწილი აღაფრთოვანა. მათ შორის თავად სიმღერის ავტორი – ცნობილი იტალიელი ტელეწამყვანი, კომპოზიტორი და მომღერალი კრისტიანო მარჯიოლიოც, რომელმაც სიმღერის აღნიშნული ვერსია საკუთარ გვერდზე გააზიარა.
როგორ აღმოაჩინა სოფო ნიჟარაძე ცნობილმა იტალიელმა პროდიუსერმა კრისტიანო მარჯიოლიომ
ვიდეო: „უნიჭიერესი და ყველასგან განსხვავებული“ – სოფო ნიჟარაძის საოცარი შესრულება
აღნიშნულთან დაკავშირებით სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც მუსიკალური ნომრის მომზადებაში იყვნენ ჩართული.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ბედობას, სიხარულის, ბედნიერების, ყველა სურვილის ასრულების წელი ყოფილიყოს
მიყვარხართ და მადლობა ამდენი თბილი სიტყვებისთვის და ასეთი შეფასებისთვის, რომელსაც ნამდვილად ვერ დაიმსახურებდა ერთი ბიჭის გარეშე Tornado Gabunia მას ეკუთვნის სიმღერის წარმატება და მინდა ცალკე მადლობა ვუთხრა მას საჯაროდ, რომელმაც ერთ ღამეში ყველაფერი გადადო და გააკეთა “ანკორას” ინსტრუმენტალი
მადლობა დათააა
მადლობა ჩემს ალეკო ბერძენიშვილს Alekø Berdzenishviliდა ქეთი ორჯონიკიძეს Keti Orjonikidze
ასევე მადლობა ჩემს დათუნა სულიკაშვილს Datuna Sulikashvili ლუქისთვის, ოლგა სპირინას Olga Spirina მეიქ აფისთვის დაააა
ბოლოს მთავარი
ჩემს დათო გერსამიას, რომლის კადრი ყოველთვის ყველასგან გამორჩეულია David Gersamia
და რა თქმა უნდა მთავარ სულის ჩამდგმელს ჩემს Nika Gvaramia
ჩემს სუპერ გოგოს Tashka Tamar Chantladze“, – წერს სოფო ნიჟარაძე.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ბედობას, სიხარულის, ბედნიერების, ყველა სურვილის ასრულების წელი ყოფილიყოს ????…Posted by Sofia Nizharadze on Tuesday, January 2, 2024