31 დეკემბერს, „მთავარი არხის“ საახალწლო გადაცემაში სოფო ნიჟარაძის მიერ შესრულებულმა სიმღერამ „Ancora“ საზოგადოება აღაფრთოვანა.
ვიდეო: „უნიჭიერესი და ყველასგან განსხვავებული“ – სოფო ნიჟარაძის საოცარი შესრულება
სოფო ნიჟარაძის ნამღერს სოციალურ ქსელში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. სოფო ნიჟარაძის შესრულებას გამოეხმაურა თავად სიმღერის ავტორი – ცნობილი იტალიელი ტელეწამყვანი, კომპოზიტორი და მომღერალი კრისტიანო მარჯიოლიოც, მან სიმღერის აღნიშნული ვერსია საკუთარ გვერდზე გააზიარა.
კრისტიანო მარჯიოლიომ კი ამის შესახებ შეიტყო ქართველი ჟურნალისტისგან, ქეთი ნოგიევასგან, რომელიც უკვე მეოთხე წელია იტალიაში, ემიგრაციაში ცხოვრობს.
როგორც ქეთი ნოგიევამ „ფორტუნას“ განუცხადა, მან კრისტიანო მარჯიოლიო 30 დეკემბერს გაიცნო და ინტერვიუს ჩაწერა სთხოვა. სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე დამეგობრების შემდეგ კი, ქეთი ნოგიევამ მას სოფო ნიჟარაძის სიმღერა გაუგზავნა ტექსტით: „ცნობილი ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე თქვენს სიმღერას ასრულებს, ქართველებს ძალიან უყვარხართ“. აღნიშნული შეტყობინების შემდეგ, კრისტიანო მარჯიოლიომ ვიდეო საკუთარ გვერდზე გააზიარა.