LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიზანმიმართულად ანგრევთ მაუწყებლის იდეას…აზრს ვეღარ ვხედავ დავრჩე ხელფასისთვის” – აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტმა არხი დატოვა

781
დფა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთმა წამყვანმა ჟურნალისტმა, ნინო ხოზრევანიძემ ტელეკომპანია პროტესტის ნიშნად დატოვა. ჟურნალისტმა დირექტორს ვრცელი განცხადება გაუგზავნა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზები განუმარტა.

თბილისის ბიუროს რეპორტიორის განცხადება გათავისუფლების შესახებ დირექტორმა უკვე დააკმაყოფილა. წერილის შინაარსს ხოზრევანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“ბატონო გიორგი, რომ ვფიქრობდე გაუაზრებლად აზიანებთ მაუწყებელს, თქვენთან დალაპარაკებას ვცდიდი, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები, როგორ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევთ, ანადგურებთ მაუწყებლის იდეას. პროცესები იმდენად შეუქცევადია, რომ აზრს ვეღარ ვხედავ დავრჩე ხელფასისთვის, თქვენს ქუდქვეშ ყოფნა მიუღებელია ჩემთვის.

ხმაური და დაპირისპირება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე - რას ითხოვენ ჟურნალისტები

ხმაურიანი სხდომამ აქციების ფონზე ჩაიარა, ტელევიზიის დირექტორი კი "მოსალოდნელ საფრთხეებზე" საუბრით დაიღალა.

21 თებერვალს ვნახეთ, როგორ მოარგეთ კონკურსი ბაკალავრის დიპლომის მქონე ვახო ხუზმიაშვილს, რომლის დანიშვნაზეც წინასწარ ვიცოდით. 20 თებერვალს განვითარებული მოვლენები კი სცდება ყოველგვარ მორალურ ზღვარს.

მაუწყებლის ნგრევის პროცესში, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და ნათია ზოიძის იძულებით წასვლით გაგრძელდა, იცით, რომ თქვენ ხართ რიგითი შემსრულებელი. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი დროებითია და თქვენი ქმედებებისთვის პასუხისგება მოგიწევთ,” – წერია განცხადებაში, რომელიც ნინო ხოზრევანიძემ ტელეკომპანიის დირექტორს გაუგზავნა.

magti 5g