გოგი წულაიას რამდენიმე წუთის წინ პატიმრობაა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.
გოგი წულაის მეუღლე და მეგობრები ფიქრობენ, რომ სექსუალურ ძალადობაში დასადანაშაულებლად მას ქალი მიუგზავნეს.
წულაის მეუღლე ამბობს, რომ რაც მოხდა მისი და მისი მეუღლის გასარჩევია. ის დღეს სასამართლოში იმყოფებოდა და განაჩენის მოლოდინში მყოფმა ჟურნალისტებს შემდეგი კომენტარი მისცა:
„მე მჯერა ჩემი მეუღლის და იმიტომ ვარ აქ. ვერ წარმომიდგენია გოგი წულაია მოძალადე, ბოროტი, ის არის კეთილი და შინაგანად პატიოსანი ადამიანები. რაცმოხდა ესჩვენი გასარჩევია, ნაწილობრივ შვილებიც ჩაერთვებიან ამ საქმეში ამ არმოსაწონ სამქში, მაგრამ მე აქ ვდგევარ, როგორც რიგითი მოქალაქე და არა როგორც დედა და არა როგორც მეუღლე.
მეც არ მომწონს ხოლმე ხშირად მისი ემოციური გამოსვლები.
არის შემთხვევები, როცა არ მომწონს მისი ემოციური გამოსვლები, მაგრამ ამ ემოციური გამოსვლისთვის დასაჯო ადამიანი და მთელი სახელმწიფოებრივი მანქანდა დაუპირისპირდეს, არ მიმაჩნია, სწორად“. – განაცხადა წულაიას მეუღლემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ამავე თემაზე:
გოგი წულაიას პატიმრობა შეეფარდა