LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხატვარი, ეკონომისტი, იურისტი და ლექსმცოდნე… ვინ არიან ხაზარაძის გუნდის წევრები? [ფოტოები]

2086
xad

ყოფილმა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” გუნდის წევრები ბრიფინგზე წარადგინა.

თორმეტი ახალი წევრი, ყვითელი დაფის ფონზე გაეცნო მედიას. 

ლირიული სადღეგრძელო თუ ჭკვიანური ნაბიჯი - როგორ აფასებენ ხაზარაძის "ლელოს"

დადებს თუ არა საპარლამენტი არჩევნებზე ხაზარაძე "ლელოს"?

ეს წევრები არიან:

  • ლანა გალდავა – იურისტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

“მინდა მთელი ჩემი ცოდნა და ენერგია ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას მოვახმარო”, – თქვა მან.

  • ლევან ბოძაშვილი – უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი.

  • თეონა დოლენჯაშვილი – ჟურნალისტი, მწერალი, კინორეჟისორი.

“იმედი მაქვს, ჩემი შემოქმედება თუ სიტყვა უკვე საზოგადოებრივ მოძრაობასაც დაეხმარება”, – თქვა მან.

  • კახა კოჟორიძე – იურისტი, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილი თავმჯდომარე, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ამჟამად იურიდიული კომპანიის მმართველი პარტნიორი.

  • მედეა მეტრეველი – ფილოლოგი, ელინისტი.

  • გია გუგუშვილი – მხატვარი, სამხატვრო აკადემიის ლექტორი.

  • საბა ბუაძე – სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, კორუფციის კონტროლის კუთხით.

  • გიგლა მიქაუტაძე – ეკონომისტი, გადასახადის გადამხთელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი.

  • ქეთი ენუქიძე – კორუფციის მკვლევარი, ფილოლოგი, “შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელი, ლექსმცოდნე.

  • ელენე მელიქიშვილი – საერთაშორისო ურთიერთობათა მეცნიერებათა დოქტორი, ლონდონის ქინგ კოლეჯში. იკვლევს უსაფრთხოებას და პოლიტიკურ რისკებს.

  • გია მორგეხაშვილი – ბიზნესმენი, რომელიც ბოლო 27 წელი უცხოეთში ცხოვრობდა და საქართველოში ერთი თვის წინ დაბრუნდა.

“გვინდა, რომ საქართველო წარმატებული და ღირსეული სახელმწიფო გახდეს, ამისთვის კი ჩემი გამოცდილების გამოყენება მსურს” – განაცხადა მან.

  • დავით გელაშვილი – ეკონომისტი

წევრების წარდგენის შემდეგ, ხაზარაძემ ბადრი ჯაფარიძეც დაასახელა, რომელიც მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორია.

“ბადრი ეროვნული მოძრაობის დროს იყო დეპუტატი, მას აქვს ხელი მოწერილი დამოუკიდებლობის აქტზე,” – აღნიშნა ხაზარაძემ ინფორმაციისთვის და განაცხადა, რომ წევრების წარდგენას მომავალ კვირაშიც გააგრძელებს.

„შეიძლება მადლობაც კი ვუთხრა იმ ჩინოვნიკებს, რომ თვალი ამიხილეს“ – ხაზარაძის მოძრაობას “ლელო” ერქმევა

ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მის გუნდში იქნებიან ქართველი ემიგრანტებიც, რომლებმაც წარმატებას უცხოეთში მიაღწიეს.

მისივე თქმით, ამ გუნდის ნაწილი შესაძლოა პოლიტიკაში ვიხილოთ, ნაწილი კი საზოგადოებრივ მოძრაობაში დარჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები