LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მკვლელისგან ნელსონ მანდელა არ დადგება…თავად დამხობილი, ეგ ვის დაამხობს”- დღის გამონათქვამები მერაბიშვილზე

258
86970499-2894313833968488-1035117170222170112-n

თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილი ციხის კარის მიხურვიდან ბრძოლას იწყებს. ეს მისი პირველი განცხადებებიდან ჩანს, როდესაც მან საზოგადოებას “გარანტია მისცა”, რომ არსებულ ხელისუფლებას დაამხობს. დღის განხილვის თემა ყველა პოლიტიკურ და სოციალურ სპექტრში, მერაბიშვილის ეს განცხადება გახდა.

“გაძლევთ გარანტიას ეს ხელისუფლება დასრულდება”- ვანო მერაბიშვილი თავისუფალია

სხვა სიახლეებთან ერთად, ვანო მერაბიშვილს ორად გაყოფილი პარტია დახვდა, მაგრამ  ოპოზიციის გაერთიანება მაინც მოიწონა. ამბობს, რომ  კონსულტაციების დაწყებას გეგმავს ყველა პარტიასთან, თუმცა საბოლოოდ, რომელი პოლიტიკური პარტიის სახე გახდება ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი, ჯერ გარკვეული არ არის. სიტუაციაში გასარკვევლად კი დრო ითხოვა.

რაც შეეხება უმრავლესობისა და მერაბიშვილის სხვა პოლიტიკური ოპენენტების შეფასებებს, მათ განცხადებებში იყო კრიტიკა, სიმკაცრე, თავდაჯერებულება, სიამაყე, თავმოყვარეობა, რჩევაც და იუმორიც. “ფორტუნამ” დღის განმავლობაში რამდენიმე სახალისო გამონათქვამი მოიძია:

” დროსა და სივრცეში დაკარგული”, “მეტი ვანო ოპოზიციას”, – კახი კალაძე.

“სჯობს, თავზე ქუდი კარგად ჩამოიმხოს,  ვინმემ არ იცნოს”, – კობა კობალაძე.

“კალენდრიდან ამოხეული ფურცელი “, – ნუკრი ქანთარია.

დააბრუნებს თუ არა ივანიშვილი მერაბიშვილს ციხეში

"თუკი გართულდება „ოცნებისთვის“ საქმე მერაბიშვილის მოღვაწეობით, „ოცნებაც“ გაურთულებს მერაბიშვილს საქმეს".

„ სჯობს, დაისვენოს, ოღონდ  ისევ „მატროსოვის“ ციხეში”, – დავით ჭიჭინაძე.

“თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა” – ლევან გოგიჩაიშვილი.

” პოლიტიკური ცხელი კარტოფილი”,   “პინგ-პონგის სათამაშო”  „მეტრუპე“. – თეა წულუკიანი.

„ ოპოზიციისთვის მკვდარზე „ვენოკი“,  – გოგა ხაინდრავა.

“თავად დამხობილი, ეგ ვის დაამხობს” – ირაკლი ღარიბაშვილი.

“მკვლელისგან ნელსონ მანდელა არ დადგება.” – ზაზა გაბუნია.

„ვანო „მრისხანე“ გამოუშვით ქოცებო?! ვაი თქვენს პატრონს თქვე უნამუსო ქოცებო და ნაცებო!” – ადა მარშანია.

“თუ დამხობა სურთ, საკუთარ ბალიშზე დაემხონ და კარგად გამოიძინონ”, – დიმიტრი ხუნდაძე.

სამართლიანობისათვის მებრძოლი თუ სისხლიანი რეჟიმის რევანშისტი: როგორ აფასებენ მერაბიშვილის გათავისუფლებას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები