LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველ გუნდს მოუწოდებენ, სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს დანიშნოს და დანიშნოს არჩევნები: ვოლსკი

96
43882730-7649-4163-93EB-86FC8E7FF5F0-cx0-cy3-cw0-w1200-r1

როდის გაიმართება მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია. თუმცა, მომდევნო რაუნდის მოლოდინებთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა განცხადებები, როგორც ოპოზიციურ სპექტრში, ასევე, “ქართულ ოცნებაში.”

როდის გაიმართება მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი – ოპოზიციურ სპექტრში გაკეთებული განცხადებები

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები აუცილებელია და საზოგადოებამ ზუსტად უნდა დაინახოს რა არის მხარეთა პოზიციები. მისივე თქმით, ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არსებობს, პასუხგაცემული უნდა იყოს.

“ჩვენ ამ პოზიციიდან არც გადაგვიხვევია, არც ვაპირებთ გადავუხვიოთ. მნიშვნელოვანწილად ეს ჩვენი პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ პოზიციები დავაფიქსიროთ და საზოგადოებას წარვუდგინოთ ჩვენი თავი ისე, როგორიც ვართ, რასაც ვფიქრობთ და როგორ ვფიქრობთ ქვეყანაში სტაბილურობის შექმნას, ვინ უპირისპირდება ამ იდეას და ვინ იღწვის ამისთვის. რასაკვირველია, არის კიდევ ერთი აუცილებელი ასპექტიც გასათვალისწინებელი, ის, რასაც ჰქვია გადათვლა იმ შედეგების, რომელიც პარალელურმა დათვლამ გვაჩვენა და მხოლოდ 40 თუ 41 დღის შემდეგ აღიარეს, რომ ამაში ცდომილება იყო. თუმცა, არ აღიარეს ის, რომ ამან მნიშვნელოვნად შეცვალა შედეგები, ციფრები და ეს ერთ-ერთი საგანგებო დასაყრდენი არგუმენტი გახდა ოპოზიციისთვის, რათა ხალხის დიდი რაოდენობა შეცდომაში შეეყვანა. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეხვედრა, მეხუთე, მეექვსე რაუნდიც, თუ საჭირო გახდა, აუცილებელია“, – აცხადებს ვოლსკი.

„რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ მოლაპარაკებაზე, არ მგონია რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევიდნენ“ – დავით ზურაბიშვილის პროგნოზი და მოლაპარაკების შემდეგი რაუნდების მოლოდინი

ამასთან, “ოცნების” ლიდერის განცხადებით, ოპოზიციას მხოლოდ ქაოსის შექმნა სურს და ამიტომ, მმართველი გუნდის პასუხისმგებლობის დაყენება უსაფუძვლოა.

“მმართველი გუნდის პასუხისმგებლობის დაყენება იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება არის უსაფუძვლო! ვინაიდან მმართველ გუნდს მოუწოდებენ, დაუშვას ქაოსი, სახელმწიფო სტრუქტურების შექმნის წინააღმდეგ გამოვიდეს, ბიუჯეტი არ დაამტკიცოს და ქვეყანაში სრული ნიჰილიზმი და განუკითხაობა დაამკვიდროს, იქამდე სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს დანიშნოს და დანიშნოს არჩევნები. მოცემულობა ძალიან რთულია, მაგრამ სახელმწიფოს ამ ვითარებაში გააჩნია რესურსი, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს”, – აცხადებს გია ვოლსკი და დასძენს, რომ  საქართველოს პარლამენტის მუშაობა აუცილებელია.

ცესკო-ს შედეგებისა და PVT-ის მონაცემების თანხვედრა ცხადყოფს, რომ საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა – კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g