LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნა: ილჰამ ალიევი

90
ილჰამ ალიევი

პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნა“. მისი თქმით, პლატფორმაზე ასევე შესაძლებელია ენერგეტიკის, კომუნიკაციების და სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხების განხილვა.

მისი განმარტებით, აზერბაიჯანი მხარს უჭერს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს, ასევე თურქეთსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესი ურთიერთშემავსებელი პროცესებია, რაც შეიძლება მთლიანად რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფას ემსახურებოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g