„ახლა, როდესაც ჩვენ ვიცავთ ჩვენს საერთო ღირებულებებს ბრძოლის ველზე, ამ სრულმასშტაბიან ომში, ნათლად გამოჩნდა, რამდენად უსამართლო და არაბუნებრივი იყო უკრაინის გამოყოფა ევროპისგან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს დაყოფა მცირედითაც კი შენარჩუნდეს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი განაცხადა და თქვა, რომ უკრაინა აუცილებლად უნდა გახდეს NATO-ს და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას ისაუბრა და მონაწილეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინის ხელისუფლების განაცხადს, გახდეს ამ ორგანიზაციების წევრი.
„უკრაინამ შეძლო, გაეერთიანებინა NATO და ევროკავშირი. ჩვენ მოვახდინეთ ჩვენ წინ არსებული ერთნაირი გამოწვევებისა და ღირებულების დემონსტრირება.
ვიდრე უკრაინა ჯერ კიდევ არ არის NATO-ს და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მოგმართავთ უკრაინელი ხალხის სახელით, რომელიც ყოველთვის იქნება ღირებულებებზე დაფუძნებული იმ საზოგადოების ნაწილი, რომელსაც თქვენც მიეკუთვნებით.
ისტორიის განმავლობაში ჩვენ იდეოლოგიურად განსხვავებულ მხარეს ვიდექით, თუმცა ეს კედლები დანგრეულია. ჩვენ ვიცით, რომ თქვენი მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას.
პოლონეთი უკრაინის საზღვართან საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებას გეგმავს
ახლა, როდესაც ჩვენ ვიცავთ ჩვენს საერთო ღირებულებებს ბრძოლის ველზე, ამ სრულმასშტაბიან ომში, ნათლად გამოჩნდა, რამდენად უსამართლო და არაბუნებრივი იყო უკრაინის გამოყოფა ევროპისგან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს დაყოფა მცირედითაც კი შენარჩუნდეს.
მოგიწოდებთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ. ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება არასდროს იქნება დაყოფილი და დასუსტებული.
ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რა გვემუქრება. ეს გვემუქრება ყველას. ჩვენ, არავის შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ ცხოვრება თავისუფლების გარეშე.
ყველა ხედავთ, რა მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უკრაინას ჩვენი საზოგადოებების დაცვაში. თქვენ ნახეთ, როგორი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთიანები ვართ თავდაცვის დროს, ასევე ხედავთ, რომ უკრაინა აუცილებლად უნდა გახდეს NATO-ს და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.“– განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 437 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის გენერალური პროკურატურა