LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი სამი-ოთხი კვირა იქნება ძალიან საგანგაშო, გვექნება შემთხვევების მატება: გამყრელიძე

443
amiran-gamyrelidze

“ხაზს ვუსვამ, უკვე პრეკრიტიკულ ფაზაში ვართ, იქნება შემთხვევების მატება, შემდგომ თანდათან უკვე გადავალთ ე.წ. კრიტიკულ ფაზაში,”- ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა “პირველი არხის” ეთერში გააკეთა.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა შემთხვევათა ნახტომისებური მატება არ დაფიქსირდეს.

ყოველდღე გვიკავშირდებიან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს - თენგიზ ცერცვაძე

"ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები. "

მისივე თქმით, საქართველოში 1 886 ე.წ. შესაძლო შემთხვევა იქნა შესწავლილი, საიდანაც ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ 91 დადასტურდა. გამყრელიძის ინფორმაციით, დადასტურებულ შემთხვევათაგან უმრავლესობა არის იმპორტირებული.

„მაგრამ უკვე გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, სამი, სადაც, ვფიქრობთ, შესაძლებელია გვაქვს უკვე შიდა გავრცელების პროცესი. აქედან ორში, დიდი ალბათობით, ერთში ალბათ მაინც გავალთ წყაროზე.

შემთხვევების მატება რომ გვექნება, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ვცდილობთ, როგორმე არ იყოს ნახტომისებური მატება. ჩვენ გვაქვს დღეში ვთქვათ ხუთი, შვიდი, ათი შემთხვევა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა უძლებს, უვლის ამ ადამიანებს და საბედნიეროდ, ჯერჯერობით ადგილობრი ლეტალური შემთხვევა ჩვენ არ გვაქვს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბრმად არ მივყვებოდით ჯანმოს რეკომენდაციებს, ამან მეტწილად გადაგვარჩინა, იტალია კი გარკვეულწილად დაღუპა: ცერცვაძე

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 91 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მომავალ სამ-ოთხ დღეში კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს საავადმყოფოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები