LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალმა მალიბუმ საქართველო დატოვა: „მწყინს, რომ კიდევ ერთი უნიჭიერესი ადამიანი მიდის ქვეყნიდან და მიხარია, რომ სწორედ იქ იქნება, სადაც მის ნიჭს ყველაზე მეტი გასაქანი ექნება

260
გურამი და მალიბუ

გურამ შეროზია თავისი ბლოგის საშუალებით საზოგადოებას ამცნობს, რომ საქართველო კიდევ ერთმა ნიჭიერმა ადამიანმა, მალიბუ ტუღუშმა დატოვა და აშშ-ს მიაშურა საცხოვრებლად:

„და აი, წავიდა ჩემი გოგოც და წაიღო ჩემი გული.

სულ რაღაც 5 წელია, რაც ვმეგობრობთ და იმდენი რამე მოხდა ამ დროში… უამრავი მოგონება, ბევრი შრომა ერთად, ბევრი სიახლე, ბევრი სტრესი და გამარჯვება, თანადგომა ერთმანეთის და ცოტა ვერ ვიჯერებ…

მწყინს, რომ კიდევ ერთი უნიჭიერესი ადამიანი მიდის ქვეყნიდან და მიხარია, რომ სწორედ იქ იქნება, სადაც მის ნიჭს ყველაზე მეტი გასაქანი ექნება. ზუსტად ვიცი და მოუთმენლად ველი მისი წარმატებების ამბებს ამერიკებიდან, მე კიდევ აქ ვრჩები და ბოლომდე ვეცდები, ისეთი გარემოს შექმნაში შევიტანო წვლილი, რომ ოდესღაც ყველა დაბრუნდეს და ერთად ვიკაშკაშოთ!

ნახვამდის, ჩემო გოგო, ათასობით კილომეტრის დაშორებითაც მეყვარები და მაინც გავაძლიერებთ ერთმანეთს! :))) მადლობა, რომ მაჩუქე ლამაზი გრძნობა!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g