LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოზარდთან ურთიერთობის უალტერნატივო გზა გარდატეხის ასაკში არის მასთან მეგობრობა“ – ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

246

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ პროექტის ,,აზროვნების აკადემია” ფარგლებში გარდატეხის ასაკის სურთულეებზე ისაუბრა და მშობლებს რჩევები მისცა.

მოზარდობის ასაკი ძალიან რთულია. ამ ასაკში დაბლდება ადამიანის თვითშეფასება. ობიექტური რეალობის მიუხედავად, მოზარდი თვლის, რომ ის არაფერს წარმოადგენს, აქვს კომპლექსები გარეგნობასთან დაკავშირებით, თვლის რომ არაღიარებულია სხვების მიერ. ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი ამ ასაკში მასთან მეგობრობაა.  თუ თქვენი შვილი უსმენს მუსიკას, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, მაინც დაჯექით და მოუსმინეთ მასთან ერთად. დაუსვით კითხვები ამის შესახებ, დაინტერესდით იმით, რითიც თქვენი შვილია დაინტერესებული, დაუსვით კითხვები საყვარელ თამაშებზე, ფილმებზე. არ არის სასურველი ამ ასაკში მოზარდისათვის ზემოდან ყურება და დირექტივების გაცემა. უმჯობესია, მისთვის იყოთ მეგობარი, რომ აღგიქვათ თანასწორად და არა ზემდგომად.

ხშირად მშობელს ჰგონია, რომ ზედმეტი სიმკაცრე მას საშუალებას აძლევს გააკონტროლოს სიტუაცია მაშინ, როდეაც რეალურად წარმოდგენა არა აქვს თავისი შვილის შინაგან ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, რომ  მოზარდთან ურთიერთობის უალტერნატივო გზა გარდატეხის ასაკში არის მასთან მეგობრობა.

ვრცლად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები